fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მძიმე ეპიდემიური ვითარებაა იმერეთში – რეგიონის მაშტაბით საწოლფონდი თითქმის ამოწურულია

17:11 August 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

მძიმე ეპიდემიური ვითარებაა იმერეთში – ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსით, 803 ადამიანი დაინფიცირდა.

დაინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, რეგიონის მასშტაბით არსებულ ჰოსპიტალურ სექტორში საწოლფონდი თითქმის ამოწურულია.

კლინიკა ბომონდის კოვიდგანყოფილების მენეჯერის მამია ყიფიანის თქმით, უახლოეს დღეებში ალბათ 20-30 საწოლი დაემატება.

„საწოლფონდის დამატება ისევ დღის წესრიგში დგას. უახლოეს დღეებში ალბათ 20-30 საწოლით, ჩვენი მაქსიმალური რესურსით გავზრდით საწოლფონდს. მაგრამ რა თქმა უნდა ახალი დადასტურებული შემთხვევები იმის საშუალებას არ მოგვცემს, რომ კვლავ უზრუნველვყოთ რეგიონის და ქალაქის მოსახლეობა საჭირო საწოლებით.

საველე ჰოსპიტალის გახსნა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ საწოლფონდი ამოგვეწურა, დღის წესრიგში დგას და ალბათ ერთადერთი გამოსავალია ამ ეტაპისთვის.“ – ამბობს მამია ყიფიანი.

რეგიონის კლინიკის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ისინი საავადმყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტებს ათავსებენ. მათი თქმით, კლინიკებთან ცოცხალი რიგებია და ცარიელი ადგილების შევსება ყოველდღიურად ხდება.

„ამ დროისთვის, ჩვენთან კლინიკაში მკურნალობს 105 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 6 რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან 3 მეორე დონეზე, 3 პირველ დონეზე. გვყავს 25 ბავშვი, რომლებიც ითვლებიან საშუალო სიმძიმის პაციენტებად. 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ერთი გარდაცვალება. გარდაიცვალა 80 წლამდე პაციენტი, რომელსაც ჰქონდა სხვადსხვა ქრონიკული დაავადებები.“ – ამბობს ახალი ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნოდარ მაღლაფერაძე.

რაც შეეხება დედაქალაქის საველე ჰოსპიტლებს. ქავთარაძეზე განთავსებულ ჰოსპიტალს, ამ ეტაპზე ადგილზე 47 ჟანგბადდამოკიდებული კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თეგები: იმერეთიკოვიდვითარება

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

იმერეთის მუნიციპალიტეტში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

January 7, 2021
805
საზოგადოება

ქუთაისში საველე კარვები, შესაძლოა, აიღონ

September 15, 2020
853

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია