საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რიცხვი 3-ით გაიზარდა და 28 გახდა.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ამჟამად, კლინიკებში მკურნალობას 3 072 პაციენტი გადის. 28 კრიტიკულად მძიმეა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რვა პაციენტი გადმოყვანილი ოკუპირებული აფხაზეთიდანა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა, 796 კი, გამოჯანმრთელდა.











