მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, ეპიდემიის გამო, მსჯავრდებულებისთვის ონლაინაქტივობები გრძელდება.
ამჯერად, მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის თელავის ისტორიული მუზეუმიდან ონლაინჩართვა მოეწყო.
„მუზეუმის ტურში, მსჯავრდებულებმა „კახთა მეფის სასახლის“ დათვალიერება და ერეკლე მეფის შესახებ ისტორიული ცნობების მოსმენა შეძლეს. ინიციატივა, კულტურისა და ხელოვნების მიმართ მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ითვალისწინებს.
პროექტი მომავალშიც გაგრძელება და საქართველოს მუზეუმების ონლაინ ტური ეტაპობრივად, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის გაიმართება“ – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.











