საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისა და ენმ-ს დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ახლა უკვე მთავარია ერთიანობა და ისეთი მთავრობის ფორმირება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
მისი თქმით, მას არ აინტერესებს არცერთი თანამდებობა.
„მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, მე არასდროს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის, რას მოიმოქმედებს ახლა ივანიშვილი – ეცდება თუ არა გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთა და მე ვურჩევდი მას, შეეგუოს, რადგან ხელისუფლებით არ იწყება ცხოვრება, მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და ასევე უნდა მოიქცეს ისიც.”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











