fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას და არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს – ირაკლი ღარიბაშვილი 

00:50 January 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
800
ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა ,,კვირის პოლიტიკაში” საუბრისას ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ვრცლად ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყების კრიტიკის არანაირი დასაბუთებული არგუმენტი არ არსებობს.

„ვფიქრობ რამდენად ღირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო იმ უსუსურ და ამავდროულად ძალიან ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც არაერთხელ სცადეს. რეალურად მათ, არავითარი საბაბი არ აქვთ, მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას, არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს, სასაცილო ამბებს. მაგალითად, ბოლო ამბავი შეთხზეს და შეთითხნეს პროვოკატორებმა, ანტიეროვნულმა და საეჭვო პოლიტიკის გამტარებლებმა, როგორიც არის ბატონი მელაძე. თქვენს მსმენელს მინდა ავუხსნა, რაოდენ აბსურდულია მათი მცდელობები. ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ თავის მოწონება ან ტრაბახი მინდა, პირიქით – ჩვენ მოკრძალებით, მაგრამ ამავდროულად პროაქტიურ რეჟიმში საზოგადოებას ვაყენებთ მუდმივად საქმის კურსში და ანგარიშებს ვაბარებთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჯარში. ის, რომ ჯარში ამ ერთი წლის განმავლობაში რეალურად გაკეთდა ძალიან ბევრი რამ, რაც არ გაკეთებულა წლების განმავლობაში არცერთი მართველობის დროს, ეს ზედმეტი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა საქმით და არა მხოლოდ სიტყვით, მე საქმით ვამტკიცებ ამ ყველაფერს.

ჩემი გაცხადებული პოლიტიკა – „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“  სწორედ ამას ემსახურება, რომ ჯარს, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია და საიმედო დასაყრდენი ჩვენი ერის, ხალხის და სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ყველაფერი საუკეთესო. აღარ მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც მე დამხვდა, მაგრამ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სწორედ ამ პოლიტიკას და ლოზუნგს, რომელიც თქვენ თქვით. ამის ფარგლებში მოვაქციეთ ის, რომ დაწყებული ეკიპირებით,  დამთავრებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოვაწყეთ და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 250 ობიექტზე დავიწყეთ და უმრავლესობა უკვე დავასრულეთ ჩვენივე ძალებით. ეკიპირება არის აბსოლიტურად თანამედროვე, ნატოს წევრ, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის და სხვა წარმატებული დასავლეთის ევროპის ქვეყნების ჯარების შესაბამისი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია