„მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება და ნამუსი აჰყარა, ამ ხალხს ვებრძვი“,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.
ამით მან ალეკო ელისაშვილის კითხვას უპასუხა.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მე, რიგითი პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. როდის დაინახეთ რომ მე ოპოზიციას ვებრძვი? მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტერს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











