ჟურნალისტის კითხვაზე ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერ, მამუკა მდინარაძეს რომ დასჭირდეს რჩევა, გაივლიდა თუ არა კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან, პასუხობს, რომ დიდი სიამოვნებით.
„მე დიდი სიამოვნებით გავივლიდი კონსულტაციას და ბუნებრივია ამაში კარგის მეტი არაფერი არ არის. თუმცა ჩვენ შეთანხმებულები ვართ და რამდენიმე ადამიანმა გაცილებით ადრე ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საერთოდ მიდის და ამ ტიპის რჩევებითაც არ იქნება დაკავებული”, – განაცხადა მდინარაძემ რუსთავის 2-ის ეთერში.











