ბევრ სფეროში გამიგია აფიორა, მაგრამ ამ დონის საპროკურორო აფიორა პირველად გავიგე, რომ რაც საპროცესო კოდექსში არ არის გათვალისწინებული, უკანონობას სთავაზობენ. დაახლოებით მსჯელობები იყო ხოლმე-„აბა, ქურდებს შეაგინე“, ან „ქურდები არ გიყვარს ბიჭო“, დაახლოებით ამ სტანდარტზეა პროკურატურა გადასული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან მალე, რამდენიმე დღეში იძულებული იქნება, გაათავისუფლოს ნიკა მელია ყოველგვარი პირობების გარეშე, რადგან მათი ქონებრივი უსაფრთხოება მთავრდება
.„რა გირაო უნდა გადაიხადოს, კაცი გამოვიდა ანტისაოკუპაციო მიტინგზე და მოითხოვდა უცხო ჩექმის გასვლას საქართველოდან და ამის გამო დაიჭირეს. ახლა გირაოს სთხოვენ, არ ყოფილა მსოფლიო იურისპრუდენციაში ასეთი მარაზმი და მე შევდივარ იმ პროკურორების მდგომარეობაში რომლებიც მერე პასუხს აგებენ და მელიას საკანს დაიკავებენ ამ უკანონობისთვის. ბოლშევიკების დროს ატარებდა რეპრესიებს ვინც, კი გასაგებია რომ ის ეჟოვი და იაგოდა დახვრიტეს, რადგან მინისტრები იყვნენ და მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდათ, მაგრამ მერე ჩამოყვნენ და მოსამართლეს, პროკურორებს მუსრი გაავლეს თვითონ კომუნისტებმა. არავის არ უყვარს ბინძური საქმეების გამკეთებელი პროკურორები და მოსამართლეები და თვითონვე უსწორდებიან და ეს წიგნი მაინც წაიკითხონ და მოვლენ ჭკუაზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.











