„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი საარჩევნო უბანზე მივიდა. მაჟორიატორის კანდიდატმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, მან ხმა მისცა „ქალებს პოლიტიკაში“.
„მე ვაძლევ ხმას ძალიან გაბედულ გოგოს. ასეთი ქალები უნდა წარმოადგენდნენ მომავალს ამ ქვეყანაში და შესაბამისად, მე ვაძლევ ხმას ქალებს პოლიტიკაში“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











