თბილისის მერი კახა კალაძე თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„მე ვარ არჩეული მერი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა და ეს ჩემთვის უბრალო თანამდებობა არაა, ეს ჩემთვის თბილისისა და თბილისელების მსახურებაა. შესაბამისად, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც აღებული მაქვს, ღირსეულად ჩავამთავრო”, – განაცხადა კალაძემ.











