საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება.
როგორც ის ამბობს, საქმეს პროკრუატურამ უნდა გამოიძიოს და ყველა გარეშე პირი არ უნდა ერეოდეს.
„არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ დაახრჩვეს – შაქარაშვილის ბიძა











