მე ვიქნები ისეთივე ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ბარაკ ობამასთვის,- ამის შესახებ აშშ-ს მომავალმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისმა განაცხადა.
„მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა ასეთ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ. მე ვიქნები ისეთივე ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ბარაკ ობამასთვის – ერთგული, პატიოსანი, ყოველთვის მზად იმისთვის, რომ დილით ადრე გავიღვიძო, ვიზრუნო თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ,“ – განაცხადა ჰარისმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა მიიღო და ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი – პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი.











