როიტერის ექსკლუზიური ინფორმაციით, კომპანიები Pfizer-ი და BioNtech-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინაციის პროგრამა COVAX-ს შეუერთდნენ.
გამოცემის ცნობით, გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარეები ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ დღის ბოლომდე გააკეთებენ.
ორშაბათს ჯანმოს უფროსმა მრჩეველმა განაცხადა, რომ მიმდინარეობდა დისკუსიები კომპანია Pfizer- თან, რომელსაც „ძალიან მალე“ შეეძლო ვაქცინის შეტანა COVAX პლატფორმაში.
COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს.











