fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მედიკოსებმა ნერვიულობისა და სტრესის გამო იცრუეს – მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

21:23 April 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმისა და ექთნის ადვოკატი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ მედიკოსებმა ნერვიულობისა და სტრესის გამო იცრუეს. ადვოკატის განცხადებით, სინამდვილეში ექთანს ადრენალინი გაუკეთდა, თუმცა არა ვიოლეტა ინასარიძის მიერ, არამედ რეანიმატოლოგის თანაშემწის მიერ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა თავად მიმართა გამოძიებას და თქვა, რომ პირველ ჩვენებაში არასწორი ინფორმაცია ჰქონდა გაჟღერებული.

„მე ვიცავ ქალბატონ ვიოლეტას და ქალბატონ თეას. სრულად ჯერ მასალებს არ გავცნობივარ, მოცულობითია. მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ადრენალინი გაკეთდა. ეს მოხდა სხვა ექიმის მიერ და არა იმ ექიმის მიერ, რომელმაც თქვა, მე გავაკეთეო. ეს იყო სიცრუე, მეტი არაფერი. აქ რაც ხდებოდა იმის გამო, რომ დაძაბული სიტუაცია იყო, დამტვრეული იყო ყველაფერი, ხალხის ცემა, შეშინებულები იყვნენ. მერე თითონ მიმართა გამოძიებას და უთხრა, მე ასე ვერ ვიქნები, შინაგანად ვერ ვითმენო. წავიდა და უთხრა, ეს ასე იყო სინამდვილეშიო. შედეგზე ამას გავლენა არ მოუხდენია. თითონ უთხრა გამოძიებას, მე არასწორად მოვიქეცი ასე რომ ვთქვიო. ბექას და თეას მხოლოდ კოლეგიალური დამოკიდებულება ჰქონდა. იძულებას კლინიკის მხრიდან არ ჰქონია ადგილი, როგორ გეკადრებათ. ბექა იქ იყო და ბექამ გაუკეთა ადრენალინი. ქალბატონი ვიოლეტა ნახევარი საათი, პროტოკოლი როგორც ითვალისწინებდა, იქ იყო. ამის შემდეგ, რომ წავიდა, იქ უკვე ბექა იყო. გამოძიება მიმდინარეობს და დანარჩენს გაიგებთ. ვიოლეტას ტყუილი მხოლოდ ისაა, რომ თქვა, მე გავაკეთეო, სინამდვილეში მან კი არა, ბექამ გაუკეთა“,- განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თეგები: მეგი ბაქრაძის საქმესასამართლო

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

November 10, 2021
863
სამართალი

ტერორიზმის საქმეში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა

August 26, 2021
800
სამართალი

ფოლდაანთაკრში მომხდარ მკვლელობაზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს გამამატყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

August 23, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია