ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ჩემო მეგობრებო, ნუ დაუშვებთ შეცდომას : უდიდეს საფრთხეს არა თავად ვირუსი, არამედ როგორც გლობალურ, ასევე ეროვნულ დონეზე სოლიდარობისა და ხელმძღვანელობის ნაკლებობა ქმნის,“- განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, პანდემიას გაყოფილი მსოფლიო ვერ დაამარცხებს.
„ტრაგედიაა ის, რომ ვირუსი გვაიძულებს, მოგვენატროს მეგობრები, მას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამ პანდემიას გაყოფილი მსოფლიოთი ვერ დავამარცხებთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.











