“მას მერე, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ის განცხადება, რომლითაც, ფაქტობრივად, ყველაზე დიდ პარტიაზე თქვა, რომ ავკრძალავო, ამან მნიშვნელოვნად შეცვალა კლიმატი და დამოკიდებულება, მათ შორის, მოლაპარაკებების მიმართ. დღეს არის ისეთი სიტუაცია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოიკოტის გაგრძელების შემთხვევაში, თუ 38 დეპუტატი უარს იტყვის მანდატზდე, ამ შემთხვევაში გირჩის დეპუტატებიც დატოვებენ პარლამენტს.
“თუ საერთოდ არ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ოპოზიციის სცენარი მიდის ბოიკოტისკენ და “გირჩის” პოზიცია არის შემდეგი – როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს, “გირჩის”, დიდი ალბათობით, ოთხივე, მაგრამ, მინიმუმ, სამი დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.










