სალომე სამადაშვილმა თუ თქვა, პარტია დაიცალა ინტელექტისგანო, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის, მე მას აბსოლუტურად არ ვეთანხმები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამადაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადება გაკეთდა.
„მას აქვს თავისი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ის გადაწყეტილება, რა გადაწყეტილებაც მიიღო. მე უფლებას ვიტოვებ, ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველა კოლეგას ვთხოვო, რომ ერთმანეთს თავს ნუ დავესხმებით. ეს განცხადება არ ემსახურება ჩემი სურვილების აღსრულებას, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ, მინიმუმ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამით ბევრ ადამიანს ადგება შეურაცხოფა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელექტისგან დაცლილი პარტიაა, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება.










