fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მელიას და რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური მოლაპარაკება წინ ვერ წავა – ბოკუჩავა

23:56 March 12, 2021
A A
0
829
ნახვა

დანიელსონი დიდწილად, ისმენდა ოპოზიციის პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, დავინახოთ ამ მოლაპარაკების საბოლოო შედეგი და რას ვფიქრობთ იმ ხუთივე პუნქტზე, რომელიც არის შარლ მიშელის გზამკვლევ დოკუმენტში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ელემენტები, რომლის გარეშეც ოპოზიცია შეთანხმებას ვერ ხედავს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა და ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, ასევე, შესაძლებელია თუ არა, ეს კომპრომისული ვარიანტი იყოს პლებისციტი, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციისთვის ფუნდამენტური საკითხია, მაგრამ მელიასთან ერთად არის მეორე პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა, რომელიც დიალოგის არც ერთ ეტაპზე არავის დავიწყებია.

„ეს არის ვალი, რომელიც ივანიშვილს გადასახდელი აქვს პარტნიორების და საქართველოს საზოგადოების წინაშე, რომლებსაც 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში დაპირდა, რომ გიგი უგულავასთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გიორგი რურუასაც გაათავისუფლებდა, მაგრამ მან ეს დანაპირები არ შეასრულა. ამიტომ, ეს ვალი უნდა დაფაროს, თუ სურს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. ამიტომ, ნიკა მელიას და გიორგი რურუას ჩვენ განვიხილავთ ერთობლივად, როგორც იმ პოლიტპატიმრებს, რომელთა გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური მოლაპარაკება წინ ვერ წავა. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ შეთანხმება ნიშნავს ყველა მხრიდან გარკვეულ დათმობას და ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა შეჯერდეს რაღაც კომპრომისულ ვარიანტებზე და ვადამდელი არჩევნების მისაღწევად სხვადასხვა ინსტრუმენტი განიხილოს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია