fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„მენატრება ლობიო და პური“ – რა ვიცით ქართველებზე შეყვარებული აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის შესახებ

13:49 July 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მენეჯმენტის საკითხებში  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, 2009-2012 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი წარადგინა.

ბასის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

|რა ვიცით ჯონ ბასზე – კარიერა

ჯონ ბასი ამერიკელი დიპლომატია. საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობის გარდა, ჯონ ბასს 2014-2017 წლებში თურქეთში, 2017-2020 -ში კი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ელჩის პოზიცია ეკავა.

ამასთანავე, ბასი უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში მსახურობდა.  მას მაღალი პოზიციები ეკავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

 

ჯონ ბასი
ჯონ ბასი

|ჯონ ბასი საქართველოზე

ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ის  აღნიშნულ თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა.

2012 წლის ივლისში,  ბასმა აშშ-ის ელჩის რანგში ბოლო ოფიციალური მიღება გამართა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში მომავალში უბრალო ტურისტად ჩამოვიდოდა

აშშ-ის ელჩმა აღნიშნულ მიღებზე გაიხსენა აგრეთვე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვები, სადაც ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე მეტად დემოკრატიის განვითარებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებითა და სამართლიან გარემოში ხელისუფლების გადაცემითაა შესაძლებელი.

მოგვიანებით, ჯონ ბასმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილიც განათავსა, რომელიც ამ სიტყვებით იწყებოდა: მე მიყვარს საქართველო.

,,ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ლამაზი, მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. ვინმე იფიქრებს, რომ აქ ძალიან ბევრი პოლიტიკაა ერთ სულ მოსახლეზე. მე ვიტყოდი, რომ ეს აჩვენებს, როგორ ღრმად განიცდიან ქართველები თავიანთ მომავალს. მე და ჰოლი ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვემშვიდობებით, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმოვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას და შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს“,- წერდა ბასი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ საახალწლო ვიდეოში, ამერიკის ყოფილ ელჩებთან ერთად,  საქართველოს ახალი წელი ჯონ ბასმა და მისმა მეუღლემაც მიულოცეს. ვიდეოში ბასი აღნიშნავს, რომ „ყოველდღე ენატრება ლობიო და პური“.

ჯონ და ჰოლცერ ბასები
ჯონ და ჰოლცერ ბასები

„გამარჯობა! მიხარია ჩვენი მეგობრების ნახვა საქართველოში. დღესასწაულებზე ძალიან გვენატრება საქართველო. რაც ყველაზე მეტად მენატრება დღესასწაულზე საქართველოში არის, ჩემი ჩიჩილაკი.

მე მენატრება სადღესასწაულო სუფრა ჩვენს მეგობრებთან ერთად. მე მენატრება ჩემი ქართული ენის გაკვეთილები. უნდა ვთქვა, რომ ყოველდღე მენატრება ლობიო და პური. „ბაყაყი წყალში ყიყინებს“. გილოცავთ ახალ წელს!“,- ასე მიულოცა 2020 წელს აშშ-ს ყოფილმა ელჩმა და მისმა ცოლმა ჩვენს ქვეყანას ახალი წელი.

თეგები: ჯონ ბასი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ საქართველოში ყოფილი ელჩი წარადგინა

July 22, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია