მექსიკის წამლის ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, მექსიკაში ეს მეორე კოვიდის ვაქცინა, რომელიც გამოყენებისთვის დაამტკიცეს. დეკემბერში ქვეყანამ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით დაიწყო.











