დონალდ ტრამპის ძმისშვილის, მერი ტრამპის წიგნიდან – „მეტისმეტი და არასოდეს საკმარისი, როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადამიანი“, ამონარიდებს Guardian-ი აქვეყნებს.
როგორც მერი ტრამპი წერს, დონალდი Wharton Business School-ში სწავლით (პენსილვანიის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში) ძალიან ამაყობდა. თუმცა, მისი თქმით, დონალდმა უცხო პირს ფული გადაუხადა, რომ კოლეჯში ჩასარიცხად მის ნაცვლად გამოცდა ჩაებარებინა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპის ძმისშვილს მემუარების გამოქვეყნების უფლება მისცა. მანამდე, ქალაქ პოკიპსის სასამართლომ წიგნის პუბლიკაცია დროებით შეაჩერა.
55 წლის მერი ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი ძმის, ფრედ ტრამპის შვილია, რომელიც 1981 წელს გარდაიცვალა.











