გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შესაძლოა, დამატებითი ზომების მიღება გახდეს საჭირო.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ჩემი აზრით, კონტაქტების შემცირება, გარეთ გასვლაზე შეზღუდვა აუცილებელი ზომებია, რათა ვირუსის ახალი შემთხვევების მატება თავიდან ავიცილოთ. ასევე, სკოლებსა და საწარმოებში კვირაში ორჯერ უნდა ჩატარდეს ტესტირება“,- განაცხადა მერკელმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 2,786,345 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 76,468 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











