ახალი ვარიანტების გამო ქვეყანა, შესაძლოა ვირუსის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დადგეს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The Hill-ი ავრცელებს.
მერკელის განცხადებით, ვაქცინები და ტესტირება მნიშვნელოვანია, რათა მესამე ტალღა თავიდან იქნეს აცილებული და ქვეყანა მალე გაიხსნას.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსით 2,416,037 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 69,610-ი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,226,500-ს შეადგენს.











