მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
გამყრელიძის თქმით, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტიდან გამოსაკვლევად კიდევ 358 ნიმუში გადაიგზავნა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოს მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.











