მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია- უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემში არსებულ მდინარე მულხურაში „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი გადავარდა.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპრონ ჟორჟოლიანი ადასტურებს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფება.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები, რომლებიც მდინარიდან მანქანის ამოყვანას ცდილობენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: თეა შონია











