მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან უხვი ნალექის გამო მთის ნაშალი ჩამოინგრა. შემთხვევის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზა ჩახერგილია.
მერის მოადგილის ნელი ნავერიანის თქმით, შემთხვევის ადგილისკენ უკვე მიემართება ტექნიკა.
„ძალიან სველი თოვლი მოვიდა,საერთოდაც ნახევრად წვიმა და ნახევრად თოვლია. ეს იწვევს სწორედ ამ პროცესებს. ადგილზე ტექნიკაა მობილიზებული, – აღნიშნა ნელი ნავერიანმა.
გზაზე მოძრაობა სამუშაოების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში აღდგება.
ავტორი: თეა შონია











