დღეს, დილის 10:00 საათიდან საკარანტინო შეზღუდვები მოეხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის 15თემს. ესენია: უშგული, კალა, წვირმი, იფარი, მულახი, ლატალი, ბეჩო, ცხუმარი, ეწერი, ფარი, ლახამულა, ნაკრა, ჭუბერი, ხაიში და იდლიანის თემი. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ლენჯერს და მესტიას აქ საკარანტინო შეზღუდვა მოსახლეობის ხელმეორე ტესტირების შედეგებზეა დამოკიდებული.
„ამოსულია კიდევ დამატებით სამი ეპიდემიოლოგთა ბრიგადა და შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ“, – ამბობს მესტიის მერი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოდან ჩაიკეტა.











