დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 571 -მა მოქალაქემ საკარანტინო სივრცე დატოვა.
მისივე თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში 1216 პირია გამოკვლეული.
„აქედან 357 ლენჯერში, ასევე კარანტინიდან 571 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი 56 ადამიანი, დაცვის პოლიციის 75 თანამშრომელი, სამაშველო სამსახურის 82, სასაზღვრო პოლიციის 26 და ასევე, დაბა მესტიის საავადმყოფოს 46 თანამშრომელი. ლენჯერის თემში განმეორებითი კვლევებისას ჩვენ კიდევ 7 ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ჯამში კი, ლენჯერის თემსა და მის გრეთ 11 შემთხვევა აღმოჩნდა. უმეტესობა გადაყვანილია სამკურნალოდ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შემთხვევათა საერთო მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1421
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1137
- მათ შორის გარდაცვლილი – 17
- კარანტინის რეჟიმში – 7005
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41











