ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტრანსმემბრანული ცილა41B (TMEM41B) SARS-CoV-2-ის გასამრავლებლად აუცილებელ როლს ასრულებს და სწორედ ეს გახლავთ კორონავირუსისთვის სუსტი ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Cell-ი ავრცელებს.
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ TMEM41B ცხიმოვანი შინაგანი მემბრანის ფორმირებას უწყობს ხელს, რაც ვირუსის გენეტიკურ მასალას იცავს, სანამ ის ინფიცირებულ უჯრედში მრავლდება სხვა უჯრედის ინფიცირებამდე.
ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი და SARS-CoV-2-ის მოქმედება უჯრედში შეადარეს სხვა 20 მომაკვდინებელ ვირუსს, მათ შორის ისეთებს, რაც ზიკას დაავადებას იწვევს.
მკვლევარებმა შეადარეს მისი გამრავლების სამ სეზონურ კორონავირუსსაც, რომლებიც გაციებას იწვევენ.
მეცნიერებმა გამოიყენეს გენური რედაქტირების ინსტრუმენტი CRISPR, რათა უჯრედებში 19 ათასზე მეტი ინფიცირებული გენის ინაქტივირება მოეხდინათ.
ამის შემდეგ გააანალიზეს გენის ბლოკირებით მიღებული მოლეკულური ეფექტი ვირუსის გამრავლების უნარიანობაზე.
აღმოჩნდა, რომ TMEM41B ერთადერთი იყო, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე ტიპის შესწავლილი ვირუსის ოჯახებში.
შემდეგ ეტაპზე მეცნიერები იმუშავებენ მკურნალობის მეთოდზე, რომელიც მიმართული იქნება TMEM41B-ის ინაქტივაციისკენ.











