ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ 1-ელ ოქტომბერს მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახთან შეხვედრა დატოვა და მერიის შენობიდან გასვლა სცადა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები მანქანას გადაუდგნენ და მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
მერმა სხვა მანქანაში გადაჯდომა და უკანა სვლით წასვლა მოახერხა.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. აქციის მონაწილეები მერის კაბინეტის კარების აჭედვას აპირებენ.
შეგახსენებთ მეწყერული პროცესების დროს ქვედა ჯოჭოში დაღუპული თედორაძეების ოჯახი მერის და გეოლოგიური სამსახურის გადადგომას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
„არცერთს არ დავტოვებ ცოცხალს“ – ვის ემუქრება მეწყერის შედეგად დაღუპული ლევან თედორაძის დედა
ავტორი: ნაირა ქობულაძე











