ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილმა პროვოკაცია მოაწყო. მისივე თქმით, ის საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელია.
“ვინ ნასვამი იყო და ვინ – არა, მე არ ვიცი, თქვენ გაქვთ საბუთი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოსდიოდათ და ექსპერტიზა ჩაუტარდათ? გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი, რა ვიცი, რომ ეს ივერის მხრიდან შეგნებული პროვოკაცია არ იყო? მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო, არ ვიტყვი ისეთ რამეს, რაზეც პასუხიმგებელი ღმერთთანაც არ ვიქნები”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ინფორმაციით, დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და არხის გადამღებ ჯგუფს ნასვამ დგომარეობაში მყოფი სასულიერო პირები თავს დაესხნენ.











