ჩემი თხოვნა იქნება, ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან – ამის შესახებ ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს.
მეუფე იაკობი გულისტკივილს გამოხატავს და უსამძიმრებს ოჯახს.
„მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა.
ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ძიებაც არ მისულიყო ამაზე და უფრო ღრმადაც ჩავლენ ალბათ. ჩემთვის გულსატკენია, რომ აქეთაც ახალგზარდები არიან. იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა. ჩემი თხოვნა იქნება, ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ დაახრჩვეს – შაქარაშვილის ბიძა











