fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეუფე მელქისედეკი: განსაკუთრებული დარდითა და ტკივილით მახსენდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და მავთულხლართებს მიღმა მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები

16:42 May 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) სიტყვა 26 მაისთან დაკავშირებით.

“,,ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ“ (გალ. 4:7).
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
აღდგმიდან ამაღლებამდე მართლმადიდებელი მოწმუნეები ერთმანეთს ,,ქრისტე აღსდგათი“ ვესალმებით. ქრისტესი, რომელიც მოკვდა და აღსდგა. დღესაც ამგვარად მოგესალმებით და გაგახსენებთ ნოე ჟორდანიას იმ სიტყვებს, რომლითაც მან 1918 წლის 26 მაისს, მთავრობის სასახლის დარბაზში შეკრებილ ეროვნული საბჭოს გაფართოებულ სხდომას მიმართა: „მოქალაქენო, აქ თქვენ დღეს მოწმენი იყავით ერთ ისტორიულ ამბისა: დღეს ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში უნდა იშვას მეორე სახელმწიფო. ამ ორ სახელმწიფოთა შორის არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო რაიმე ინტერესთა სხვა და სხვაობა და თუ მოკვდა პირველი სახელმწიფო, ამ სიკვდილის მიზეზი არის არა ის სახელმწიფო, რომელიც დღეს დგება, არამედ ის, რომელიც დღეს არ დგება.“
სამწუხაროდ, დამოუკიდებლობით ტკბობა დიდხანს ვერ მოვახერხეთ და დამპყრობელმა ეს ბედნიერება წაგვართვა, თუმცა დროებით. 1991 წელს ჩვენ ჩვენი კუთვნილი დამოუკიდებლობა სისხლის ფასად აღვიდგინეთ.
საზოგადოების ცალკეული წევრები ხშირად ნიჰილისტურად გვეკთხებიან ხოლმე ,,თუ რა მოგვცა დამოუკიდებლობამ.“ ეს მიდგომა არასახელმწიფოებრივი და არაქრისტიანულია. თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი თავად წარმოადგენენ ისეთ ღირებულებას, იდეასა და სათნოებას, რომ მათ მოსაპოვებლად გაწეულმა ღვაწლმა შეუძლებელია ამაოდ ჩაიაროს.
პავლე მოციქული თავისუფლების იდეის შესახებ მრავალმნიშვნელოვნად შეგვაგონებს: ,,თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალ. 5: 13). ალბათ ღირს კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ ამ სიტყვებს და დავფიქრდეთ თუ რამდენად მართებულად ვასრულებთ მათ.
ამ დღეს, განსაკუთრებული დარდითა და ტკივილით მახსენდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და მავთულხლართებს მიღმა მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერიტორიული ოკუპაციის გარდა გულისა და გონების ოკუპაციაც არსებობს. შეუძლებელია გამყოფ ხაზთან გავლებული მავთულხლართები ავხსნათ მანამ, სანამ ჩვენს გონებასა და გულს არ გავანთავისუფლებთ, არ გავიაზრებთ დამოუკიდებლობის არსს და ერთხელ და სამუდამოდ არ განვაცხადებთ: ,,ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს.“
ბევრის სისხლი დაღვრილა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. უფალს ვთხოვ, რომ მშვიდობით განუსვენოს თითოეული მათგანის სულს და დაამკვიდროს ისინი მართალთა განსასვენებელში.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! ჯოჯოხეთის კლიტეთა შემმუსვრელ და მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს შევთხოვ, რომ მოანიჭოს მშვიდობა, სიმტკიცე და თავისუფლება სრულიად საქართველოს!
თქვენთვის მლოცველი,
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მელქისედეკი”, – წერს მეუფე მელქისედეკი.

თეგები: 26 მაისიმეუფე მელქისედეკი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – შარლ მიშელი

May 26, 2021
790
პოლიტიკა

ნიკა მელია: 2011 წლის 26 მაისი იყო ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე დღე საქართველოსთვის

May 26, 2021
786
საზოგადოება

ილია მეორე: დამოუკიდებლობა თაობათა ბრძოლის მონაპოვარია და მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისათვის

May 26, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია