ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საპატრიარქოსთან განაცხადა.
„ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობთ, ჩვენ ასე გადავწყვიტავთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას ჩვენ არცერთს არ ჩამოვართმევთ.
ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია საღვთისმეტყველო საკითხი არ არის. ამიტო, საღვთისმეტყველო აქ არის ვინმეს დავაძალოთ ვაქცინაცია და კატეგორიულად ვუთხრათ, რომ თუ არ გაიკეთებ, პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები, ეს არასწორია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.











