fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეუფე შიო – ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისადმი, ამით ვემსგავსებით უფალს

14:41 July 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

არა უბრალოდ კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ, არამედ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მოყვასში კეთილი საქმეები და დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდში დაგვიდგნენ, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

„დღევანდელ სახარებაში როგორც ყოველთვის, გამორჩეულია ისეთი ეპიზოდი, რომელიც უმთავრეს სულიერ კითხვებზე იძლევა პასუხებს, თუ რა არის ის პირობები, რომლის შედეგადაც უფალი გვისრულებს ჩვენ ჩვენს თხოვნებს, როდესაც ვთხოვთ ჩვენი მოყვასის შესახებ და საერთოდ როდესაც ჩვენ ვლოცულობთ. არის ასეთი ამბავი, რომ უფალი იესო ქადაგებს ერთ სახლში, მასთან როგორც ყოველთვის მოჰყავთ მრავალი სნეული და მოიყვანეს ერთი პარალიზებული სნეული, რომელიც მოჰყავდა თავის ოთხ მეგობარს.

მარკოზის სახარებაში წერია, რომ სახურავიდან ჩამოიყვანეს ეს ადამიანი, გადახსნეს სახურავი და თოკებით ჩაიყვანეს თავის საწოლით. როდესაც უფალმა დაინახა მისი სარწმუნოება, უთხრა ასეთი სიტყვები – „შვილო ნუ გეშინია გეპატიება შენ შენი ცოდვები“. ასეთი საოცარი სახარებაა, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს, ბევრი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ.

პირველ რიგში ის, რომ შეიძლება და აუცილებელიც არის, რომ ვილოცოთ ჩვენი მოყვასებისთვის, ღმერთს ვთხოვოთ, მივართვათ ჩვენი თხოვნები, როდესაც ჩვენს ახლობლებს უჭირთ. ასევე აქ ჩანს დიდი სარწმუნოება ოთხი მეგობრის. რა თქმა უნდა, მარტო სარწმუნოება არ იყო ეს, ეს იყო დიდი სიყვარული. წარმოიდგინეთ, როგორ უყვარდათ ამ მეგობრებს თავიანთი მეგობარი, რომ ხელით წაიყვანეს და სახურავიდან ჩაიყვანეს უფალ იესო ქრისტესთან. როგორც ჩანს, ეს ადამიანი თვითონ იყო გამორჩეული თავისი თვისებებით, რომ ასეთი სიყვარული დაიმსახურა თავის მეგობრებში.

აქაც გვაფიქრებს ეს მომენტი იმაზე, რომ სიყვარული აუცილებელია, რომ უფალმა წყალობა მოგვივლინოს ჩვენ. ჩვენც არა უბრალოდ კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ, არამედ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მოყვასში კეთილი საქმეები და დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების ჟამს გვერდში დაგვიდგნენ, არათუ ფიქრობდნენ დაგვეხმარონ თუ არა, არამედ ვალდებულად თვლიდნენ თავს ჩვენი სიკეთის და სიყვარულის გამო. ჩვენც უნდა გვქონდეს ასეთივე სიყვარული ადამიანების მიმართ, რომ მათთვის ვილოცოთ.

ბევრ რამეზე გვაფიქრებს დღეს ეს სახარება. რა თქმა უნდა, ისიც ჩანს აქ, რომ მარტო ამათი რწმენა და სიყვარული არ იყო მთავარი ამ სასწაულის მოხდენისას. მერე უფალი ეუბნება, აიღე შენი საწოლი და გაიარე. ეს ადამიანი იღებს საწოლს და იწყებს სიარულს, იკურნება მაშინათვე. მარტო ამათი სიყვარული და რწმენა არ იყო მთავარი, მაშ რა იყო ერთ-ერთი უმთავრესი პირობა? ეს იყო ამ ადამიანის სულიერი თვისება, მისი სინანული.

ჩვენ ხშირად გვეკითხებიან როგორ უნდა ვთქვათ მართებულად აღსარება. აქ ჩანს, როგორია სწორი აღსარება. ამ ადამიანს მართალია ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს, მაგრამ უფალმა დაინახა, რომ მის სულში როგორი ფერისცვალება მოხდა, როგორი სინანული იყო. ე.ი. მისი აღსარება იყო სწორი.

აღსარების მარტო გარეგნული თქმა არაფერს ნიშნავს. ექიმთან რომ მიდიხართ, მარტო დიაგნოზის დასმა, თუ მკურნალობა არ დაიწყე, არაფერს ნიშნავს, ასეა აქაც. თუ ამას არ ახლავს შინაგანი ცვლილება აზროვნების, გრძნობების, მთელი ჩვენი ცხოვრების მიმართულებისა, მაშინ ღვთისაგან განკურნება და ცოდვების მოტევება არასდროს არ ხდება. ეს სახარება გვაფიქრებს ასევე იმაზეც, რომ ამ ადამიანმა სნეულების შედეგადაც მიიღო სავარაუდოდ, ასეთი თვისება. უფალმა დაუშვა მასზე ეს სნეულება, რადგან ეუბნება, ცოდვები გეპატიებაო. აი, კიდევ ერთი დასკვნა, რომ სნეულებებიც ცოდვების გამოა ხშირად ჩვენზე მოწეული, როგორც გაკვეთილი, როგორც ერთგვარი მწარე წამალი, რომლიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე – ცხოვრების აზრზე, ჩვენს პირად ცხოვრებაზე, შეცდომებზე, რომ გამოვასწოროთ.

ამისთვის არის ეს მოცემული და არა იმისთვის, რომ ადამიანი იტანჯებოდეს. საბოლოო ჯამში, დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისადმი, ეს არის ყველაზე დიდი რამ ამ ქვეყანაზე. რატომ? – იმიტომ, რომ ამით ჩვენ ვემსგავსებით უფალს“,-  განაცხადა მეუფე შიომ.

პატრიარქის მოსაყდრემ საქართველოს ფიზიკის ეროვნული ნაკრები დალოცა, რომელიც ხვალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს. ასევე, მეუფე შიომ დალოცა კუბლაშვილების გვარიც.

თეგები: მეუფე შიო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მეუფე შიო: ყოველი ადამიანი უნდა ევედროს უფალს, აჩვენოს, რომელი გზით უნდა იაროს

October 14, 2021
2.9k
მთავარი ამბავი

მეუფე შიო: სადაც არის ჯვარი ქრისტესი, მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის სიხარული და გზა ნეტარებისკენ

September 27, 2021
826
პოლიტიკა

მეუფე შიო პრემიერ-მინისტრს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობას უხდის

July 10, 2021
813

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია