მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე დღევანდელ ინციდენტში მრევლის, სასულიერო პირების ნაწილსა და მედიას ადანაშაუალებს.
მისი თქმით, ვითარების დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს, რასაც მედიის წარმომადგენლებმა შეუწყვეს ხელი.
„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ“, – აცხადებს მეუფე სტეფანე.











