თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს,-ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი თქმით, თურქეთს ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად ორივე ქვეყანას ერთი და იგივე შეთავაზებით მივმართავთ. თურქეთის პოზიცია ამ საკითხში მკაფიოა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასულ დღე-ღამეში 8-ჯერ დაარღვიეს.











