მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების 82 მონაწილე მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დასახლებული პუნქტი ქვეყნის მთავარი ქალაქის, იანგონის მახლობლად მდებარეობს. ინფორმაცია პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციამ გაავრცელა.
ადგილობრივების ცნობით, საპროტესტო აქციის დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები გამოიყენეს.








