გადაწყვეტილება მიღებულია, უპირველეს ყოვლისა, კორონავირუსის ვაქცინას სამედიცინო სექტორი მიიღებს, პრიორიტეტული ჯგუფები ამ სექტორშიც გამოყოფილია, რომლებიც უშუალოდ შემხებლობაში შეიელება იყოს ინფექციის გავრცელებასთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეტაპობრივად მერე ჩვენ გადავდივართ იმ ჯგუფებზე, რომლებიც არიან შედარებით ახალგაზრდა ჯგუფები, მაგრამ არიან ქრონიკული დაავადებების მატარებლები. სწორედ ასეთი საფეხურებით ხდება მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, თუმცა აუცილებლად თანმიმდევრული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











