განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებს ეხმაურება.
როგროც თეა წულუკიანი ამბობს, მისი კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მთავრობის გუნდს მხარდაჭერა ჰქონდეს.
„მიხარია, რომ გიორგი გახარია იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. როგორც მის ვიცე-პრემიერს და ახლა უკვე დეპუტატს, ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება, რომ მას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს ჩვენი კომიტეტისგან და იმ მთავრობის შემადგენლობას, რომელსაც დაასახელებს.
კითხვაზე, ვის ურჩევდა თეა წულუკიანი პრემიერს იუსტიციის მინისტრად, იგი პასუხობს რომ არსებობსენ კანდიდატები, თუმცა ამის თქმა და რჩევა პრემიერისთვის მედიის საშუალებით არ უნდა.










