„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი არის აღიარებული კრიმინალი რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დავარღვიო, დავიწყებ სააკაშვილით, რომლის მიმართაც არის რამდენიმე განაჩენი და ის ემალება გამოძიებას. ეს პირველი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, აღიარებული კრიმინალი რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე. ნიკანორ მელია, რომელსაც აქვს ასევე მსჯავრი კონკრეტულ დანაშაულზე. ის აკოტრებდა კერძო ბანკს.
უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მლნ და ამისათვის აქვს შეფარდებული სასჯელი. აღარ გავაგრძელებ. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაულები არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ, ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავს ვერც ერთი სასჯელის გაგზავნას სტრასბურგში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არიან აღიარებული დამნაშავეები შესაბამისად, თუმცა რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.











