“მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა კომიკურ, ცრუპენტელა ყოფილ პოლიტიკოსად. არ შეიძლება რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.
„მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა კომიკურ, ცრუპენტელა ყოფილ პოლიტიკოსად. არ შეიძლება რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილი ხან ღრუბლებით, ხან ზღვით როგორ მოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ჩამოდის აქ. არსად ჩამომსვლელი ის არ არის, ჩამომსვლელი რომ იყოს, არ გაიქცეოდა და საკუთარი ქვეყნის პასპორტს არ მიაგდებდა,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 6 სექტემბერს გააკეთებს.








