ევროპარლამენტარების ნაწილი, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებს თბილისიდან დააკვირდებიან, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას არაპოზიტიურ სიგნალად განიხილავენ.
როგორც ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, მე-3 პრეზიდენტის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება.
„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ეს საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიდის თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ და შევამოწმოთ, რომ არ განმეორდება ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა.
მჯერა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. არ ვფიქრობ, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს სტაბილურობა სჭირდება, ეს კი ისაა, რაც მას არ მოაქვს. მე არ ვსაუბრობ მის პირად პოლიტიკაზე, მე მხოლოდ სიგნალებს და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუ კი ის ჩამოვა, დაბრუნდება უფრო ჩუმად და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელოდება,” – განაცხადა მარკეტა გრეგოროვა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა.











