fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიხეილ სარჯველაძე: ფუჭი მცდელობაა, დაკნინდეს თეა წულუკიანის ღვაწლი, ხელები შორს რეფორმებთან მიმართებით

14:10 February 16, 2021
A A
0
780
ნახვა

მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე საკითხს, რაც აქ პოლიტიკური განცადებების დროს გაკეთდა. განსაკუთრებით ბატონი ალეკო ელისაშვილის გასაგონად მინდა, რამდენიმე საკითხზე  გავამახვილო ყურადღება. გავბედავ და ამას აუცილებლად დავარქმევ პოლიტიკურ უმწიფრობას, როდესაც აბოსლუტურად უცნაური შეხედულებებია ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან დაწყებული, სასამართლო ხელისუფლების ადგილისა და როლით, ასევე იუსტიციის მინისტრის შესაძლებლობებით დამთავრებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისტიტუციური დემოკრატიის განვითარების მხრივ საქართველოს ისტორიის მანძილზე იმდენი არ გაკეთებულა, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. თუმცა, როგორც სარჯველაძე ამბობს, ამ მიმართულებით კვლავაც ბევრია გასაკეთებელი და მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„რაც შეეხება შეფასებებს სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, პრინციპში, ამაზე მეტყველებს სამი ტალღა რეფორმებისა, რომლებიც ჩატარდა და რომელიც არა მხოლოდ აღიარებულია წარმატებულ რეფორმებად, არამედ ბევრ შემთხვევაში, კონკრეტული ფაქტის დონეზე არსებობს განხილვადი მტკიცებულებები, რომლებიც სრულიად საპირისპიროს ამბობს.

ახლა როგორიც არ უნდა იყოს აგდებული ლაპარაკი რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან, ამ ფაქტს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაფარავს. რასაკვირველია, ეს არის ფუჭი მცდელობა, თუნდაც იმ შესაძლებლობების, ღვაწლის დაკნინება მოხდეს, რაც ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრომ, პირველ რიგში, კი თეა წულუკიანმა ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ განახორციელა. რის შედეგადაც, სასამართლოს ხელისუფლება, ის რაც კონსტიტუციური ღირებულებაა თანამედროვე ქვეყნებისთვის, თავის ადგილას დადგა. მაგალითად, ინსტიტუციური დემკრატიის განვითარების მხრივ ამდენი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ გაკეთებულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის. ამდენად, რასაკვირველია, უნდა ვთქვათ, რომ ხელები შორს რეფორმებთან მიმართებით, რომლებიც რეალურად განხორციელდა და მივიღეთ ის, რასაც უკეთესი მართლმსაჯულება ჰქვია. თუმცა, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სტარტი, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, რომ  ყველაზე მეტად ეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღუვლენდა ხოლმე. ელისასვილის თქმით, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება.

თეგები: თეა წულუკიანიმიხეილ სარჯველაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

January 23, 2022
770
პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

January 23, 2022
763
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

December 30, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია