ვაქცინაციის პროცესში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობაში განმარტეს, ვინ ჩაერთვებიან კიდევ ვაქცინაციის პროცესში.
„მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ამასთან, ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“,- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.











