მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოგითქვათ თქვენ პირადად (ირაკლი ღარიბაშვილს) და თქვენს გუნდს, მრავალნაცად გუნდს გამობრძმენდილ გუნდს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ განაცხადა.
„ამაზე კარგი ფორმატი ნამდვილად არ არის, როდესაც ფრაქცია შიგნით იხილავს თავისი სიძლიერის ელემენტებს და თავის შიგნით მობილიზაციას უკეთებს, მთელ ძალას კონსოლიდირებს ერთი მიზნით, წარმატების მიღწევას ყველასთან ერთად.
დიდი მადლობა, ეს დავინახე იმ სიტყვებში, რომელიც იყო აქ ყველაფრის გათვალისწინებით, ანალიტიურ ნაწილში და მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოგითქვათ თქვენ პირადად (ირაკლი ღარიბაშვილს) და თქვენს გუნდს, მრავალნაცად გუნდს გამობრძმენდილ გუნდს. თქვენს ერთიანობას მინდა მივესალმო და იმ ბრძოლის უნარს, რომელიც განათლებაზე და საკუთარ ცხოვრებისეულ პრაქტიკაზე არის აწყობილი“, – განაცხადა კახაძემ.











