სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს.
„მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას, სომხეთის ყველა მოქალაქეს, დიასპორის ყველა სომეხს, არცახის ყველა მოქალაქეს ჩვენი შეცდომების გამო“,- განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ზოგჯერ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის იყო. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოხდება არსებული პოლიტიკური პრობლემების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამოწვევების გადაწყვეტა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მისი მხრიდან შეცდომების მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლებამ ხალხის სიყვარულით ისარგებლა.
არის თუ არა ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა – რა ხდება სომხეთში (მიმოხილვა)










