“მინდა დავიწყო მადლობით”- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ სტუმრებს.
ამ წუთებში კოჯორში “ქართული ოცნების’ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების ცერემონია მიმდინარეობს. დღეს მმართველი პარტია მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.
როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, კრიზისმა დაანახა ქართველი ხალხს, რომ ქვეყანა სანდო ხელშია.
„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდით. ამიტომ მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს. მადლობა “ქართული ოცნების” გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდი განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს.
ჩვენ ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველოს ვირუსისგან თავისუფალ ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ საქართველო სანდო ხელშია და ის, რომ „ქართული ოცნება“ არის ქვეყანაში სიმშვიდის გარანტი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.











