ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის საკითხზე პოლიტსაბჭოზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა წულუკიანის სურვლზეა დამოკიდებული.
„საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე არ არის, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე და შემდეგ გუნდზე, მის სურვილზეც რა თქმა უნდა, მისი სურვილის საპირისპიროდ არ უნდა განიხილო რაღაც პოზიციაზე. ჯერჯერობით ამაზე სიღრმისეულად არ გვიმსჯელია, მოვისმენთ მის პოზიციასაც და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.











