fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიშას მხარდამჭერი აქციაზე გინდა და მიშა არა, ასე არ გამოვა – გიორგი ბარამიძე

22:39 November 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
950
ნახვა

აქციებზე, მინიმუმ, 90% „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. მიშას მხარდამჭერი აქციაზე გინდა და მიშა არ გინდა – ასე არ გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრობს.

„აქციაზე ხალხს ეჭირა ხელში პლაკატი, „მიშა ჩამოდი“, რატომღაც „ლელომ“ ჩათვალა, რომ ასეთ აქციაზე მონაწილეობას არ მიიღებდა, რაც ძალიან არასერიოზულია. რადგან იქ ყველას თავ-თავისი სათქმელი აქვს, ზოგს საკუთარი დროშა უჭირავს, ზოგს ბუშტი ჰქონდა თავისი ნომრით. ჩვენ ვართ განსხვავებულები და ამ განსხვავებას არ ვმალავთ. ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი განსხვავებული პარტიები ივანიშვილმა იმაში გაგვაერთიანა, რომ ვიბრძვით თავისუფალი არჩევნებისთვის. თორემ ეს არჩევნები რომ ჩატარდება და ხალხი რამდენ წარმომადგენლობასაც აირჩევს, შევა პარლამენტში, იქ პარტიებს შორის ძალიან სერიოზული კამათი და პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს საკუთარი აზრის გამოხატვას.

იქ ითქვა, რომ ჩვენ გავედით იმიტომ, რომ არ გვინდა მთავარი ლოზუნგი „მიშა დაბრუნდი“ იყოსო. არც არავის უთქვამს, რომ მთავარი ლოზუნგი ესაა. მთავარი ლოზუნგი ისაა, რაზეც ვისაუბრეთ და შევთანხმდით – არ შევდივართ მეორე ტურში, არ შევდივართ პარლამენტში, ვითხოვთ ცესკოს თავმჯდომარის და ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

აქციებზე, მინიმუმ, 90% „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. თუ „ლელოს“, „ერთიანი საქართველოს“, „ევროპული საქართველოს“ „გირჩის“ და სხვა კოლეგების ლიდერებს პატივი უნდა სცენ, ჩვენ ვდგავართ და პატივს ვცემთ მათ ლიდერებს. ყველამ ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. ნორმალური არჩევნების გამო ვიბრძვით და ერთმანეთი უნდა ავიტანოთ. მიშას მხარდამჭერი აქციაზე გინდა და მიშა არ გინდა – ასე არ გამოვა“, – განაცხადა ბარამიძემ.

წამყვანის კითხვაზე, რომ არ იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციური პარტიები ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანდა? ამაზე ბარამიძე პასუხობს:

„გამოიყვანდა იმდენს, რამდენი მხარდამჭერიც ჰყავთ. რამდენი მხარდაჭერაც აქვთ, იმდენს გამოიყვანდა“.

შეგახსენებთ, აჭარაში, მთავრობის სახლთან ოპოზიციის მიერ გამართული ფართომასშტაბიანი აქცია „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმა“ დატოვეს. მიზეზი აქციაზე მყოფების ტრანსფარანტები გახდა წარწერით – „მიშა ჩამოდი“.

თეგები: გიორგი ბარამიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა – გიორგი ბარამიძე

December 2, 2021
888
პოლიტიკა

მოხდა უპრეცედენტო რამ – „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან – გიორგი ბარამიძე 

September 8, 2021
772
პოლიტიკა

ამ არალეგიტიმურ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ესაქმება – გიორგი ბარამიძე

May 30, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია